მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უშიშროების სამსახურებზე კონტროლი უზრუნველყოს, მითუმეტეს, რომ საგარეო დაზვერვის და სუს-ის შერწყმაა დაგეგმილი

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უშიშროების სამსახურებზე კონტროლი უზრუნველყოს, მითუმეტეს, რომ საგარეო დაზვერვის და სუს-ის შერწყმაა დაგეგმილი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა, კერსტინ ლუნდგრენმა და ტიტუს კორლეტანმა საქართველოში 20-22 ნოემბერს განხორციელებული ვიზიტი შეაფასეს.

ისინი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შედეგად კონსტიტუციის გაუმჯობესებას მიესალმებიან. ამავე დროს, კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლეტანი წუხილს გამოხატავენ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ პროპორციული არჩევნების შემოღება, რასაც ისინი საქართველოს დემოკრატიული განვითარების პლურალიზმის უზრუნველყოფისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევდნენ, შემდეგ არჩევნებამდე გადაიდო.

„შეკავებისა და გაწონასწორების სისტემის განმტკიცების აუცილებლობის კონტექსტში მოვუწოდებთ ხელისუფლებას ეროვნული უშიშროების სამსახურებზე სათანადო საპარლამენტო კონტროლი უზრუნველყოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, უშიშროების სამსახური ქვეყნის მართვაში სულ უფრო დიდ როლს თამაშობს, რაც საგარეო დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის დაგეგმილ შერწყმაში გამოიტახება“, - ნათქვამია თანამომხსენებლების განცხადებაში.