არჩილ თალაკვაძემ შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ეროვნულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

არჩილ თალაკვაძემ შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ეროვნულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ეროვნულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე, რომელსაც სამთავრობო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განიხილეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ტენდენციები და შიდსის ეპიდემიის დასრულების სამოქმედო ინიციატივა.

კონფერენციაზე ხელი მოეწერა, ასევე, დეკლარაციას „დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში", რაც ითვალისწინებს 2020 წლამდე შიდსით ინფიცირების სრულად აღმოფხვრას.