ორი დღის წინ ,პოლიტპატიმარი ვლადიმერ ვახანია ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო ჩაფიძის კლინიკაში იქნა გადაყვანილი.
ოჯახის წევრთა მცდელობის მიუხედავად, პოლიტპატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა.
ნანული ვახანია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ მის ძმას საავადმყოფო ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს და უკვე საპყრობილეშია გადაყვანილი.
სასჯელაღსრულების სამინისტროში ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად მისულ ჟურნალისტებს და პატიმრის ოჯახის წევრებს, შენობის მისაღებში განგვიცხადეს, რომ კალმახელიძის სტრუქტურაში პასუხისმგებელი პირი არ იმყოფებოდა. შენობის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ძალადობის გზით სამინისტროში შესვლის საშუალება არ მოგვცეს.
ვახანიას ადვოკატებმა, მოგვიანებით სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოახერხეს. როგორც საჯარო დაწესებულებაში იურისტ სოსო ბარათაშვილს განუცხადეს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებული მხოლოდ ჩაფიძის კლინიკას გააჩნდა.
სამედიცინო დაწესებულებაში ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.
შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, თითქოს იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის აბსურდული ბრალდებით დააკავეს.
განსასჯელის ადვოკატების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ „სამეგრელოს ქრონიკას“ ჟურნალისტმა ლელა ხუბულავამ აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, ვლადიმერ ვახანიას საკუთარი ნებით გადასცა. დევნილი აკადემიკოსის დამცველების, ოჯახის წევრების და მოწმეების მტკიცებით კი ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს.
პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას სასჯელის ვადა 2012 წლის სექტემბერში ეწურება...