საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვსივე საარჩევნო ოლქში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში განუცხადა, გარკვეული მცდელობების მიუხედავად, არჩევნებზე არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია.
მისივე თქმით, აქტივობა არის ძალიან მაღალი, ხოლო ამომრჩევლისთვის შექმნილია ისეთი გარემო, რომელიც შესაძლებლობას აძლევს თავისი არჩევანი თავისუფლად დააფიქსიროს.„დიდია დამკვირვებელთა რაოდენობაც, იქიდან გამომდინარე, რომ მეორე ტურში ამ რაოდენობის დამკვირვებელი დღემდე არ დაფიქსირებულა“, - აღნიშნა მდინარააძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ამომრჩეველს აქტივობისთვის და „ქართულ ოცნების“ მიმართ მაღალი მხარადაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში - თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში და თვითმმართველ თემებში - ოზურგეთში, მარტვილში, ბორჯომში, ხაშურსა და ყაზბეგში მიმდინარეობს.