ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვსივე ოლქში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მიუხედავად მცდელობებისა, არც ერთ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია.
"აქტივობა ძალიან მაღალია. ამომრჩეველს ეძლევა შესაძლებლობა თავისუფლად დააფიქსიროს არჩევანი. საგულისხმოა დამკვირვებელთა რაოდენობა მეორე ტურის ფონზე",- აღნიშნა მდინარაძემ.