არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილი და ალექსანდრე ჯეჯელავა მინისტრთა კაბინეტს ტოვებენ

არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილი და ალექსანდრე ჯეჯელავა მინისტრთა კაბინეტს ტოვებენ

წინასწარი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრები მინისტრთა კაბინეტს ტოვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, გიორგი მღებრიშვილისა და ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

გარდა ამისა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია მთავრობაში ორი სამინისტროს, კერძოდ კი, კულტურისა და სპორტის უწყებების გაერთიანების საკითხი. უხელმძღვანელებს თუ არა გაერთიანებულ სამინისტროს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ჯერჯერობით უცნობია.

წინასწარი ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ განცხადება მომავალ კვირას გაკეთდება.