პასუხის გარეშე დავტოვებ საკითხს, მივიღებ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას

პასუხის გარეშე დავტოვებ საკითხს, მივიღებ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობა-არმონაწილეობაზე საუბარი ნაადრევია.

„პასუხის გარეშე დავტოვებ ამ საკითხს. მივიღებ თუ არა მონაწილეობას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამაზე ვისაუბრებ, როდესაც დრო მოვა“, - განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია 7-17 დეკემბრის პერიოდიდან იწყება. არჩევნების სავარაუდო თარიღი კი 2018 წლის 18 მარტია.

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია არჩევნებში მონაწილეობა.