10:00 საათის მონაცემებით, ბორჯომში ხმა 1744 ამომრჩეველმა მისცა

10:00 საათის მონაცემებით, ბორჯომში ხმა 1744 ამომრჩეველმა მისცა

10:00 საათის მონაცემებით, ბორჯომის რაიონში ხმა 1 744 ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო ამომრჩევლის რაოდენობის დაახლოებით 6.5% -ს შეადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბორჯომის საოლქო კომისის თავმჯდომარემ, ლევან დევიძემ განუცხადა.

დევიძის განცხადებით, ჯერჯერობით რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია და საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში მეორე ტურში მონაწილეობას ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია და ”პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე ღებულობენ.

ბორჯომში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 26 529 ადამიანი შეადგენს.