დღეს ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში არჩევნების მეორე ტურში 6 საარჩევნო სუბიექტი იღებს მონაწილეობას

დღეს ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში არჩევნების მეორე ტურში 6 საარჩევნო სუბიექტი იღებს მონაწილეობას

დღეს ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში არჩევნების მეორე ტურში 6 საარჩევნო სუბიექტი იღებს მონაწილეობას.

12 ნოემბერს, თვითმმართველი ქალაქის, ქუთაისის და თვითმმართველი თემების - ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების არჩევნების მეორე ტური იმართება. ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საერთო ჯამში, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე.

ანა მიქელაძის თქმით, რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში ჯამში არის - 328 272 ამომრჩეველი.

”მეორე ტურებში სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში მონაწილეობს 6 საარჩევნო სუბიექტი, რომელთაგანაც 2 საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია. არჩევნების დღეს ამომრჩევლები მიიღებენ მხოლოდ 1 საარჩევნო ბიულეტენს მერის ასარჩევად. საერთო ჯამში, მეორე ტურის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაიბეჭდა 299 450 ბიულეტენი”, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, დილის 08:00 საათზე უბნები მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად.

”საარჩევნო უბნებზე მცირე მხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო ფორმა, ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი, ხოლო ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებული საარჩევნო უბნები აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით”, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეს, 20:00 საათზე მას შემდეგ რაც უბნები დაიხურება და ხმის დათვლის პროცედურა დაიწყება, ცესკო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ გვერდზე: www.results.cec. gov.ge