დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი - სირიაში კონფლიქტი სამხედრო გზით არ უნდა გადაიჭრას

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი - სირიაში კონფლიქტი სამხედრო გზით არ უნდა გადაიჭრას

სირიაში კონფლიქტი სამხედრო გზით არ უნდა გადაიჭრას, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ერთობლივ განცხადებაში.

„პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ სირიაში კონფლიქტი სამხედრო გზით არ უნდა გადაიჭრას. მათ დაადასტურეს, რომ კონფლიქტის საბოლოო პოლიტიკური დარეგულირება ჟენევის პროცესის ფარგლებში უნდა გამოიძებნოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს #2254 რეზოლუციის შესაბამისად“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები ასევე შეთანხმდნენ მოქმედი სამხედრო არხების შენარჩუნების თაობაზე, რათა აშშ-სა და რუსეთის შეიარაღებული ძალების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და სახიფათო ინციდენტების თავიდან აცილება მოხდეს კონფლიქტის ზონაში.

ორი ქვეყნის ლიდერის განცხადებით, აღნიშნული ძალისხმევა „ისლამური სახელმწიფოს“ საბოლოო განადგურებამდე გაგრძელდება.