ბოროტების კედელი საქართველოშიც მშვიდობიანად დაინგრევა

ბოროტების კედელი საქართველოშიც მშვიდობიანად დაინგრევა

გერმანელი ხალხის საჩუქარი ქართველ ხალხს ჩამოუვიდა საქართველოში იმის ნიშნად, რომ როგორც დასრულდა უდიდესი უსამართლობა გერმანელი ხალხის მიმართ და დაინგრა კედელი, რომელიც გერმანელ ხალხს ხელოვნურად ორად ყოფდა, ასევე საქართველოში ბოროტების კედელი დაინგრევა ასევე მშვიდობიანად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვიმა ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, როცა ცივილიზებული სამყარო ერთად დგება, მიზანმიმართული, სწორი ნაბიჯებით და გაბედული პოლიტიკით, შესაძლებელია ასეთი შედეგის მიღწევა.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ, ამ ულამაზეს უბანში გვაქვს პატივი, გავხსნათ ეს უმშვინიერესი ადგილი, რომელიც შეგვახსენებს, რომ ყველა ბოროტების კედელი ადრე თუ გვიან დაინგრევა. ღირსშენსანიშნავი დღეა მართლაც. საქართველო-გერმანის წლად არის გამოცხადებული 2017 წელი და გერმანელი ხალხის საჩუქარი ქართველ ხალხს ჩამოუვიდა საქართველოში იმის ნიშნად, რომ როგორც დასრულდა უდიდესი უსამართლობა გერმანელი ხალხის მიმართ და დაინგრა კედელი, რომელიც გერმანელ ხალხს ხელოვნურად ორად ყოფდა, ასევე საქართველოში ბოროტების კედელი დაინგრევა ასევე მშვიდობიანად. ყოველთვის, როდესაც ცივილიზებული სამყარო ერთად დგება, მიზანმიმართული სწორი ნაბიჯებით და გაბედული პოლიტიკით, შესაძლებელია ასეთი შედეგის მიღწევა. მადლობას ვუხდი გერმანელ ხალხს, გერმანიის მთავრობას ამ ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვდღესასწაულობთ გერმანია-საქართველოს წელს. მომავალ წელს ჩვენ გვაქვს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავი და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს გერმანიის როლი ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენებში. გერმანელი ხალხისადმი საქართველო, რა თქმა უნდა, გამოხატავს მადლიერებას 2018 წლის 26 მაისს",- განაცხადა პრემიერმა.

ევროპის მოედანზე დღეს ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა. ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოში გერმანიის ელჩი, გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ბერლინის კედლის ფრაგმენტი საქართველოს პრემიერის გერმანიაში ვიზიტის დროს, საქართველო-გერმანიის მეგობრული ურთიერთობის ნიშნად საჩუქრად გადმოეცა.