სასკოლო სახელმძღვანელოებში შინაარსობრივი ცვლილებები განხორციელდება

სასკოლო სახელმძღვანელოებში შინაარსობრივი ცვლილებები განხორციელდება

მინდა საზოგადოებას ვამცნო დიდი სიხარულით, რომ რეალურად ხდება შინაარსობრივი ცვლილება სახელმძღვანელოებში, რომლითაც ჩვენი შვილები ისწავლიან, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განათლებისა და სპორტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ჯაშის ინფორმაციით, საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს შეეძლება სახელმძღვანელოების შინაარსის დახვეწაში მონაწილეობა მიიღოს.

"ახალი სახელმძღვანელოების შემუშავების პროცესი დაწყებულია. ჩვენ, განათლების სამინისტროსთან ერთად, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ შეძლებს საზოგადოების თითოეული წევრი, მიიღოს მონაწილეობა ახალი თაობის სახელმძღვანელოების შემუშავებაში და დახვეწაში. აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადავალთ შინაარსობრივი პროცესის და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო განათლების სამინისტროს", - განაცხდა მარიამ ჯაშმა.