სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის ცემისთვის პირი დამნაშავედ ცნო

სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის ცემისთვის პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებული ა.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  126-ე მუხლის პირველი ნაწილით. 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ქ.თბილისში, ბრალდებულმა ა.გ.-მ ხელის მრავალჯერადი დარტყმით დაზიანებები მიაყენა ტრანსგენდერ ს.ო.-ს გენდერული იდენტობის მიმართ გამოვლენილი შეუწყნარებლობის მოტივით, რის შედეგადაც ს.ო.-მ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

ა.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.