მოულოდნელი ხარჯებისგან არავინაა დაზღვეული. მანქანის გაფუჭება, მიმდინარე გადასახადები, ტექნიკის წყობიდან გამოსვლა – ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. როგორ უნდა მოაგვაროთ გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემა? ისესხოთ თანხა ახლობლისგან თუ აიღოთ ონლაინ სესხი? ფულის სესხება უხერხულობასთან არის დაკავშირებული. ამასთან, მეგობრებს შესაძლოა არ ჰქონდეთ თქვენთვის საჭირო თანხა. სწრაფი ონლაინ სესხების სერვისი საშუალებას გაძლევთ თანხა მარტივად და სწრაფად მიიღოთ. გონივრული არჩევანი გარკვეულ ცოდნას და დამატებით დროს მოითხოვს. კომპანიის პირობების გაცნობა, საპროცენტო განაკვეთის გარკვევა და ერთმანეთთან შედარება – მომხმარებლები ხშირად ამ ყველაფერს არ აკეთებენ და დაუფიქრებლად იღებენ სესხს.
Credy24 ფინანსური პლატფორმაა, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა კომპანიების პირობები, საპროცენტო განაკვეთი, სესხის ვადა და დაფარვის დრო. თქვენ ერთ სივრცეში შეგიძლიათ გაეცნოთ სასარგებლო ინფორმაციას, შეადაროთ შეთავაზებები და ისარგებლოთ თქვენზე მორგებული მომსახურებით. ვებგვერდზე მოცემულია სხვადასხვა ტიპის sesxebi, რაც გიმარტივებთ კრედიტის შერჩევას. ამასთან, შეგიძლიათ აიღოთ როგორც მცირე სესხი, ასევე გრძელვადიანი კრედიტი.
სწრაფი ინტერნეტ სესხი მომხმარებელთა ფართო სეგმენტისთვისაა განკუთვნილი. თანხის მისაღებად მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო. საკმარისია იყოთ სრულწლოვანი, საქართველოს მოქალაქე, გქონდეთ საბანკო ანგარიში და ტელეფონის ნომერი. თანხა მოკლე პერიოდში გაიცემა, რაც საშუალებას გაძლევთ სწრაფად გადაჭრათ ფინანსური პრობლემა. სერვისის დახმარებით ფულს ნებისმიერი ადგილიდან იღებთ და ზოგავთ დროს.
საბანკო სესხის აღება არაა ასეთი მარტივი. თუ არ გაქვთ სტაბილური შემოსავალი და არ შეგიძლიათ საბუთების წარდგენა, ასეთ შემთხვევაში საბანკო სისტემა შესაძლოა ვერ დაგეხმაროთ. ბანკებს შედარებით მეტი მოთხოვნა აქვთ - სახელფასო ცნობა, ქონებით უზრუნველყოფა. სესხის ლიმიტის ზრდასთან ერთად მოთხოვნებიც იზრდება. ასეთი ტიპის სესხის გაცემისას ხშირად მოითხოვება ქონებით უზრუნველყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კლიენტი ვერ შეძლებს თანხის გადახდას, ბანკს შეეძლება გაცემული სესხის ამოღება ჩადებული ქონებიდან.
სწრაფი ონლაინ სესხები საბანკო კრედიტების ალტერნატივაა, რომელიც გამოირჩევა კომფორტული პირობებითა და მოქნილობით. სესხის აღების პროცესი ბანკში განგძლივია, გჭირდებათ დოკუმენტების შეგროვება, მისვლა ფილიალში და ლოდინი. ამასთან, ხშირად სესხის დამტკიცებაზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღება. სწრაფი სესხის მომსახურება გაცილებით მოქნილია. განაცხადის ფორმას ინტერნეტით ავსებთ და ნებისმიერ ადგილას იღებთ საჭირო თანხას. მომსახურებით სარგებლობა 24 საათის მანძილზე შესაძლებელია.
კრედიტის აღებისას განსაზღვრეთ რა ვადით გჭირდებათ თანხა, რამდენ ხანში დაფარავთ მას. გაითვალისწინეთ საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, თანხის გადახდის შესაძლებლობა. დაფიქრდით თუ რისთვის იღებთ თანხას – მოკლევადიანი ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად თუ გრძელვადიანი მიზნისთვის. ამის მიხედვით განსაზღვრეთ სესხის ტიპი. თუკი თანხა მოკლე პერიოდით გჭირდებათ და იცით, რომ მას მომდევნო ხელფასის აღებისას გადაიხდით, შეგიძლიათ სწრაფი ონლაინ სესხების სერვისით ისარგებლოთ. გრძელვადიანი მიზნის შემთხვევაში, როგორიც შეიძლება იყოს ბინის ან მანქანის შეძენა, უმჯობესია იპოთეკურ ან ავტო სესხს მიმართოთ.
Credy 24-ის საიტზე სანდო და კომპეტენტური საკრედიტო კომპანიებია მოცემული. გაეცანით მათ შეთავაზებებს ერთ სივრცეში და შეარჩიეთ სასურველი ტიპის პროდუქტი. დაზოგეთ დრო და გააკეთეთ გონივრული არჩევანი. შეავსეთ განაცხადი სასურველი ტიპის, გრძელვადიან ან მოკლევადიან სესხზე და მიიღეთ თანხა თქვენს საბანკო ანგარიშზე.