ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა იანეშ კოპაჩმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა პოლიტიკურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.

EU4Energy Governance Project (ევროკავშირი ენერგეტიკისთვის მმართველობა)-ის ფარგლებში ორგანიზებული ორდღიანი ღონისძიება ეძღვნება საქართველოს ენერგოსექტორში სამართლებრივი ცვლილებების განხორციელების ხელშეწყობას.

განხილული იქნება საქართველოს ენერგოსექტორში ახალი ენერგეტიკული კანონმდებლობის საკვანძო თემები. მათ შორის, ასოცირებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკულ კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხები.

ღონისძიების ფარგლებში ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ექსპერტები გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას საქართველოს ენერგოსექტორის სტრუქტურის წარმომადგენლებს და დაეხმარებიან ელექტროენერგეტიკული სამართლებრივი გარემოს ნაწილში მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.

დისკუსიაში ასევე, მონაწილეობენ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რევაზ არველაძე, ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები, საერთაშორისო ექსპერტები. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.