საპარლამენტო დელეგაციამ ვილნიუსში შეხვედრები გამართა

საპარლამენტო დელეგაციამ ვილნიუსში შეხვედრები გამართა

აღმოსავლეთ ევროპის სწავლებათა ცენტრის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი ხატიძე, ზაზა ხუციშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ლიტვაში ვიზიტით იმყოფებიან. ქართველმა კანონმდებლებმა უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, შეხვედრები გამართეს ლიტვაში ევროკომისიის წარმომადგენელთან  არნოლდას პრანცკევიჩიუსს, ლიტვის პარლამენტის წევრებთან, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან.

ვიზიტის ფარგლებში სამი ქვეყნის პარლამენტის წევრები ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორს და  ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის" ლიტვის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.