ჩემი ვიზიტის მიზანი მიხეილ სააკაშვილი არ არის, ეს საკითხი ნაკლებად მაინტერესებს, - ასე უპასუხა თბილისში ვიზიტით მყოფმა, უკრაინის ვიცე-პრემიერმა, პავლო როზენკომ კითხვას იმის შესახებ, თუ რა პოზიცია აქვს უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე.
"ამ ვიზიტის მიზანი არ არის მიხეილ სააკაშვილი. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია და ნაკლებად მაინტერესებს. მე ვარ ვიცე-პრემიერი, კომენტარებს გააკეთებს ის პირი, ვის კომპეტენციაშიც შედის ეს საკითხი. მე ვარ მინისტრი სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულებით, ამიტომ ეს არ მეხება და არ მაინტერესებს", - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.