11 ნოემბრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

11 ნოემბრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

”7-8 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

9 ნოემბერს კი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს.

დედაქალაქში 7 – 9 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. 11 ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს”, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.