ტეხასში ბაპტისტურ ეკლესიაში სროლის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა

ტეხასში ბაპტისტურ ეკლესიაში სროლის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა

სულ მცირე 26 დაღუპული და 20 დაჭრილი - ასეთია ტეხასში, ქალაქ საზერლენდ სპრინგსში ბაპტისტურ ეკლესიაში განხორციელებული სროლის შედეგი.

დაზარალებულებს შორის არიან ბავშვები. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ეკლესიაში შევიდა და მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი მას ადგილობრივმა მცხოვრებმა ესროლა, თუმცა დამნაშავემ საკუთარი მანქანით მიმალვა შეძლო.

მოგვიანებით პოლიციამ ის მეზობელ რაიონში, გარდაცვლილი იპოვა. ადგილობრივი მედია დამნაშავის სახელს ავრცელებს. ის 26 წლის ამერიკელი დევინ კელია. მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობი რჩება.