საბურთალოს რაიონში, პეკინის №2-ში და დოლიძის ქუჩა №10-ში სკვერი მოეწყობა.
სამუშაოების ფარგლებში, ახალი ატრაქციონები დამონტაჟდა. სანაგვე ურნები, საპარკე სკამები ახლით შეიცვლება და სკვერები ღობით შემოიფარგლება.
საბურთალოს რაიონის გამგეობას და ააიპ „ეკოლოგიკა“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სკვერის კეთილმოწყობა ალექსიძის ქუჩაზეც მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი და საბურთალოს მე-6 ოლქში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი ვატო შაქარიშვილი გაეცნენ.