ვაკის რაიონში, ნუცუბიძის ფერდობის რამდენიმე მისამართზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასასრულს უახლოვდება. ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ და თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა ვაკის N 03 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბირბიჩაძემ დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
ნუცუბიძის IV მ/რ-ის 55-ე კორპუსის მიმდებარედ ფიტნეს ზონა ეწყობა - ადგილზე 10 სავარჯიშო მოწყობილობა დამონტაჟდა. ამავე ტერიტორიაზე შიდა ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს - განახლდა საბავშვო მოედანი, შეკეთდა მოსასვენებელი სკამები, განთავსდა ურნები, მოპირკეთდა ბილიკები. კიდევ ერთი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს IV მ/რ-ში, თბილბინრემშენის ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ნუცუბიძის IV მ/რ-ის 21 კორპუსის ტერიტორიაზე შიდა წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაცია სრულდება, რის შემდეგაც აღნიშნულ მისამართზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.