კახა კუჭავას გამოსვლა პლენარულ სხდომაზე

კახა კუჭავას გამოსვლა პლენარულ სხდომაზე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მადლობა გადაუხადა პირველ ვიცე-პრემიერს საინტერესო პრეზენტაციისთვის და აღნიშნა, თურა დადებითი შედეგები გამოიღო ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობამ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულიდან დაიწყეს.

 „ამ თანამშრომლობის შედეგია ის, რაც მივაღწიეთ გარემოს დაცვის მიმართულებით - ეს აისახა იმ გაზრდილ ბიუჯეტში, რომლის შესახებ ჩვენ უკვე მოვისმინეთ დღეს. მთლიანობაში2018 წლის ბიუჯეტი თითქმის 46 მლნ ლარს შეადგენს გარემოს დაცვის სამინისტროსათვის და ეს 12-14 მლნ ლარით მეტია ვიდრე წინა წლის ბიუჯეტი, რაც პირდაპირ უჩვენებს იმტენდენციას, თუ რამდენად პრიორიტეტული ხდება ნელ-ნელა გარემოს დაცვის სამინისტრო და ის გამოწვევები, რაც ქვეყანაში დგას გარემოს დაცვის მიმართულებით“ - განაცხადაკახა კუჭავამ.

 მისი თქმით, ყველაზე დიდი ნაწილი გაზრდილი ბიუჯეტიდან  მოდის დაცულ  ტერიტორიებზე, საინტერსოა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ დაცული ტერიტორიების კუთხითპოპულარული და წარმატებული  მართვის სისტემები შექმნა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ გაიზარდა ასიგნებები იმისათვის, რომ დაემატოს ტყისმცველებისა და დაცული ტერიტორიების რეინჯერების რაოდენობა, რაც წლების განმავლობაში წარმოადგენდა პრობლემას და როგორც იქნა, ამ ბიუჯეტში იქნა გათვალისწინებული,რომ რაოდენობა გაიზრდება, მაგრამ აქვე არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ იზრდება მათი ხელფასების ოდენობაც.   კახა კუჭავას თქმით, მათი სამუშაო საკმაოდ მძიმეა დააუცილებელი იყო, რომ ეს დაფასებულიყო, კადრების გადინება ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა და იგი იმედოვნებს, რომ  ამ ცვლილებებით უკვე შევძლებთ შევინარჩუნოთკადრები, რომლებიც ამ სისტემაში მუშაობენ.

მისივე თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი იძლევა საშუალებას, სწრაფი რეაგირების სამსახურის გაძლიერების მიზნით, გაიზარდოს ასევეგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კადრები. „ეს ის ტენდენციაა, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ და ყოველწლიურად თუ მოხდება გაძლიერება გარემოსზედამხედველობის დეპარტამენტის, კიდევ უფრო მისასალმებელი იქნება“, - განაცხადა მან.

კახა კუჭავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ის საკითხიც, რომელიც უკავშირდება იმ ვალდებულებას, რომელსაც ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ასრულებს - ჩვენ წელს მივიღეთ კანონი გარემოზე  ზემოქმედების შეფასების შესახებ და კანონის აღსრულება დაიწყება პირველი იანვრიდან.

კახა კუჭავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ  კომიტეტის დასკვნის  მნიშვნელოვანი ნაწილი არის გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში, რომლის შედეგადაც იზრდებაროგორც კადრების რაოდენობა, ასევე იქმნება იმის შესაძლებლობა, რომ   უფრო სრულფასოვნად მოხდეს კანონის აღსრულება პირველი იანვრიდან.