ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორის საკითხებთან მიმართებაში სახელმწიფო დაფინანსების პოლიტიკა შეაფასა

ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორის საკითხებთან მიმართებაში სახელმწიფო დაფინანსების პოლიტიკა შეაფასა

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუსავებული ვარიანტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიადკვაჭანტირაძემ დიასპორის მიმართულებით გამოყოფილი სახელმწიფო ფინანსურ სახსრებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვისასკომიტეტის მიერ გამოითქვა შენიშვნა, რომელიც დიასპორის პოლიტიკის დაფინანსებისთვის ცალკე პროგრამული კოდის მინიჭებას შეეხებოდა. ზვიად კვაჭანტირაძემ წარმოდგენილიგადამუსავებული ვარიანტის შეფასებისას აღნიშნა, რომ კომიტეტის მოთხოვნა ფინანსტა სამინისტროს მხრიდან სრულად იქნა გაზიარებული.

„მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენი მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, რისთვისაც მინდა მადლობა გადაუხადო ფინანსთა მინისტრს, მის მოადგილეებს და მთელ გუნდს, ვინცამ ცვლილებებზე მუშაობდა. ასევე ზოგადად მადლობა ვუხდი ფინანსთა სამინისტროს ჩვენ კომიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვისაც.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 4 მლნ. ლარით და ქვეპროგრამის დაფინანსება ამ დროისთვის 1.4 მლნ. ლარს შეადგენს, თუმცა იქიდან გამომდინარე რომსაგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების და კანონიერი უფლებების დაცვა და საზღვარგარეთ ჩვენითანამემამულეებთან კონტაქტის განმტკიცებაა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამომავლოდ აუცილებლად უნდა გამოვძებნოთ გზები, რომ დიასპორის პოლიტიკის  საბიუჯეტო დაფინანსება მიზნობრივი პროგრამული მიმართულებით გავზარდოთ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ დიასპორულ პოლიტიკის განხორციელება არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ევალება, არამედ საკუთარი მიმართულებებით ამაზე სხვადასხვასამთავრობო უწყებებიც არიან პასუხისმგებელნი და ალბათ შესაძლებელი იქნებოდა რომ მთელი ეს სახსრები ერთ კალათში მოგვექცია. გამოჩნდებოდა რომ ჩვენ არა მხოლოდ 1.4 მლნ.ლარს ვხარჯავთ დიასპორული პოლიტიკის მიმართულებით, არამედ გაცილებით მეტს და დღესაც ასეა მართლაც.

დასასრულს, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ, რომ იყავით ძალიან პროდუქტიულები ჩვენთან თანამშრომლობის დროს და ასევე მინდა მოგიწოდოთ, რომ მომავალშიცგავაგრძელოთ თანამშროლობა და ხელიშეუწყოთ ერთმანეთს ჩვენი მიზნების და ამოცანების შესრულებაში“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ