რატომ გაეცით სამშაბათს 50 მლნ ლარის ოდენობის დამატებითი სესხი კომერციულ ბანკებზე?!

რატომ გაეცით სამშაბათს 50 მლნ ლარის ოდენობის დამატებითი სესხი კომერციულ ბანკებზე?!

იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას ლარის გაუფასურებაზე?!- აღნიშნული შეკითხვით მიმართა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ პირველ ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს.

გოცირიძემ ქუმსიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე კითხვით მიმართა.

დეპუტატმა გააკრიტიკა საპენსიო რეფორმა და აღნიშნა, რომ მთავრობამ პენსიონერები ფაქტობრივად გაწირა.

”იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას ლარის გაუფასურებაზე, ვინაიდან თქვენ გაეცით 500 მლნ ლარის ოდენობის სესხი კომერციულ ბანკებზე? რა უჭირთ ასეთი კომერციულ ბაკებს, რომ თქვენ არ გაიღოთ მოწყალება და მათ არ წაეშველოთ საკრედიტო რესურსების ფორმირების პროცესში? იმოქმედა თუ არა ამან ლარის გაუფასურებაზე?! როცა ლარი უფასურდებოდა, რატომ გაეცით სამშაბათს 50 მლნ ლარი დამატებითი სესხი კომერციულ ბანკებზე?! ეს ფული რომ დაებრუნებინათ ბანკებს, მათ მოუწევდათ ფულის გაყიდვა და ლარზე ზეწოლა აღარ იქნებოდა. რა არის თქვენთვის პრიორიტეტი? ფასების სტაბილურობა, თუ რაღაც მოჩვენებითი ეკონომიკური ზრდა. ასევე თქვენ აღნიშნეთ, რომ მოახდენთ პენსიების ინდექსიზაციას და პენსიები გაიზრდება, ეს არის 11%. ეს არ არის ინდექსაცია, ლარის მიმდინარე და შარშანდელი გაუფასურება იმაზე მეტია, ვიდრე 11%. პენიონერების სეგმენტზე გაუფასურების ხარისხი აბსოლუტურად სხვა არის, მხოლოდ მედიკამენტები 10%-ით გაიზარდა და მათ აბსოლუტურად სხვა სამომხმარებლო კალათა აქვთ. ფაქტობრივად, თქვენ პენსიონერები გაწირეთ. თქვენ ასევე ხარჯავთ ფულს ძველებურად არათანმიმდევრულად. დარჩენილ ორ თვეში თქვენ უნდა დახარჯოთ ბიუჯეტიდან 2,3 მლრდ ლარი, იძლევით თუ არა იმის გარანტიას, რომ ის 400 მილიონიანი გარღვევა, რომელიც გაქვთ, არ იქნება ლარის გაუფასურების დამატებითი ფაქტორი და არ განმეორდება ის, რაც ბიუჯეტის დამტკიცებისას შარშან ვიხილეთ, როცა ლარი დაეცა?!”, - მიმართა გოცირიძემ დიმიტრი ქუმსიშვილს.