ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, ვაკის #02 ოლქის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი მუსხელიშვილთან ერთად, რაიონში მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. ვაკის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის 43-ში სავარჯიშო ფიტნეს ზონა ეწყობა. მოედანზე 10 ტრენაჟორი დამონტაჟდა, ტერიტორიაზე ასევე უკვე მოწყობილია ფანჩატური. ბაგების II კორპუსის მიმდებარედ კი ახალი სკვერი გაკეთდა. რაც შეეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამას, აბაშიძის 41-ში მრავალბინიანი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ნოდარ ტურძელაძე და გიორგი მუსხელიშვილი აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნეს.