ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ესტონეთის ლიდერი აღნიშნავს, რომ გიორგი კვირიკაშვილმა მას საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
„შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან თბილისში, რომელსაც საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით სიღრმისეული ინფორმაცია გამაცნო. გადადგმულია შთამბეჭდავი ნაბიჯები“, - წერს ესტონეთის პრეზიდენტი.
საქართველოს პრემიერი „ტვიტერში“ ესტონეთის პრეზიდენტის ტვიტს ეხმიანება და მას მადლობას უხდის.
„დიდი მადლობა საქართველოში ჩამოსვლისთვის და ნაყოფიერი განხილვებისთვის ჩვენი მომავალი თანამშრომლობისა და მეგობრობის თაობაზე“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი.