საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.
ყაზბეგის გამზირზე №9ა კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობისთვის სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
საბურთალოს რაიონის გამგეობას და დეველოპერულ კომპანია ” m² უძრავი ქონება”-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სკვერში ბავშვებისათვის საქანელა და აიწონა-დაიწონა დამონტაჟდება. ამ ეტაპზე უკვე ძველი სკამები ახლით შეიცვალა და დაიგო ფილები.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საბურთალოს მე-5 ოლქის არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე და “m² უძრავი ქონების” წარმომადგენელი დავით გორგილაძე გაეცნენ.