არჩილ თალაკვაძე  კორინ იონკერს შეხვდა

არჩილ თალაკვაძე კორინ იონკერს შეხვდა

აპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს კორინ იონკერს და მისიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრისას მხარეებმა თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, წინასაარჩევნო გარემოზე, არჩევნების შედეგებსა და რამდენიმე მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტურის შესახებ ისაუბრეს. 

არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა OSCE/ODIHR-ის წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო მისიების როლი მნიშვნელოვანია არჩევნების თავისუფალ, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებისთვის.