მეგის ქარდავას სამშობლოში ექსტრადირების პროცედურა დაწყებულია

მეგის ქარდავას სამშობლოში ექსტრადირების პროცედურა დაწყებულია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მეგის ქარდავას სამშობლოში ექსტრადირების პროცედურა დაწყებულია.

როგორც უწყების განცხადებაში არის ნათქვამი, დაკავებული საქართველოს მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე, 138-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო 2012 წლიდან იძებნებოდა.

„საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს თან აღმოაჩნდა სხვადასხვა სახელებზე გაფორმებული უკრაინის ორი, ლატვიის - ერთი და ბელიზის ერთი ყალბი პასპორტი, ასევე მეზღვაურის ყალბი დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც ის უკრაინის და სხვა ქვეყნების საზღვრებს კვეთდა. ივანო-ფრანკოვსკის ოლქის გალიცკის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს მოქალაქეს 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.