მეგის ქარდავას აღმოაჩნდა უკრაინის ორი, ლატვიისა და ბელიზის თითო-თითო ყალბი პასპორტი, ასევე მეზღვაურის მოწმობა

მეგის ქარდავას აღმოაჩნდა უკრაინის ორი, ლატვიისა და ბელიზის თითო-თითო ყალბი პასპორტი, ასევე მეზღვაურის მოწმობა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მეგის ქარდავას დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე, 138-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო 2012 წლიდან იძებნებოდა.

„საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს თან აღმოაჩნდა სხვადასხვა სახელებზე გაფორმებული უკრაინის ორი, ლატვიის - ერთი და ბელიზის ერთი ყალბი პასპორტი, ასევე მეზღვაურის ყალბი დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც ის უკრაინის და სხვა ქვეყნების საზღვრებს კვეთდა.

ივანო-ფრანკოვსკის ოლქის გალიცკის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს მოქალაქეს 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. დაწყებულია სამშობლოში მისი ექსტრადირების პროცედურა“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.