მეგის ქარდავა არ არის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

მეგის ქარდავა არ არის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

მეგის ქარდავა არ არის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, - ამის შესაბ განცხადება პარტიის ერთ -ერთმა ლიდერმა ზაზა ბილილაშვილმა გააკეთა.

მისის თქმით, კონკრეტულად სამხედრო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვს, არც პარტიული და არც პირადი კუთხით.

„მეგის ქარდავასთან დაკავშირებით რამდენჯერმე დამისვეს კითხვა. გეტყვით, რომ პირადად არ ვიცნობ ამ პიროვნებას, ის არ არის  ჩვენი პარტიის წევრი, არასდროს არ ჰქონია მას ჩვენს პარტიასთან შეხება. რაც შეეხება მის დევნას,  ვიცი მასთან დაკავშირებული ინფორმაციები პრესიდან, მედიიდან. ზოგადად, ივანიშვილის ხელისუფლების მიერ წამოყენებული არც ერთი ბრალდება არ იმსახურებს საზოგადოების ნდობას, ვინაიდან როგორც წესი ამ ბრალდებების უკან დგანან რუსეთის აგენტები, ჯაშუშები, ძალიან საეჭვო კავშირებისა და წარსულის მქონე ადამიანები“, - განაცხადა ზაზა ბილილაშვილმა.