ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია, ხელისუფლებაზე საკმაოდ დიდი ზეწოლაა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან

ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია, ხელისუფლებაზე საკმაოდ დიდი ზეწოლაა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან

ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებაზე არის საკმაოდ დიდი ზეწოლა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება არის არჩევანის წინაშე გააგრძელოს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ პოლიტიკური პატიმრების ყოლა, თუ გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი.

„ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებაზე არის საკმაოდ დიდი ზეწოლა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ახლაც ველოდებით ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილებებს, შესაბამისად ხელისუფლება არის არჩევანის წინაშე გააგრძელოს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ პოლიტიკური პატიმრების ყოლა, თუ გაათავისუფლოს ის“, - განაცხადა ”ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა.