ცესკოს განკარგულება არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით

ცესკოს განკარგულება არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით

ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შესახებ განკარგულებას აქვეყნებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

განკარგულება №270/2017

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21
ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ

ქ. თბილისი 2017 წლის 1 ნოემბერი

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის
პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 1691 მუხლის პირველიდა მე-2 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი თემების
ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური გაიმართოს 2017 წლის 12 ნოემბერს.

მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღისვადაში.

მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია
კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი.