ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ 51.09%-ით გაიმარჯვა

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ 51.09%-ით გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა კახა კალაძემ 51.09%-ით გაიმარჯვა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი 17.48%; "ნაციონალური მოძრაობა" - ზაალ უდუმაშვილი 16.59%; "ევროპული საქართველო" - ელენე ხოშტარია 7.11%; "პატრიოტთა ალიანსი" - ირმა ინაშვილი 3.02%; გიორგი ვაშაძე 1.92%; კახა კუკავა 1.25%.

მერობის სხვა კანდიდატემა 1%-ზე ნაკლები მიიღეს.