რაკიინ დეველოპმენტის გენერალური დირექტორის გიორგი გეგეჭკორის განცხადებით, ბიზნესის კეთების საერთაშორისო რეიტინგში, საქართველომ ისეთ დომინანტ ქვეყნებს გადაასწრო როგორიცაა, შვედეთი, ფინეთი, ავსტრალია და ესტონეთი.
აღნიშნული განცხადება გეგეჭკორმა მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ბიზნესისი კეთების რეიტინგის შეფასებისას გააკეთა.
მისი თქმით, ასეთი დონის საერთაშორისო რეიტინგში პოზიციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი პოტენციური ინვესტორებისთვის და საქართველოს შეუძლია პოტენციურ ინვესტორებთან აღნიშნული სტატისტიკით თავი მოიწონოს.
„ერთია, როცა ფასდება ზოგადი სიტუაცია, მეორე - ციფრებში ასახული სტატისტიკა. ფაქტია, რომ ქვეყნის ეკონომიკური გუნდის მუშაობის შედეგი სახეზა. ეს ყველაფერი აისახა ციფრებში. აღნიშნული მიღწევა არის დამსახურება იმ ეკონომიკური რეფორმებისა, რომელიც გატარდა. რეფორმის პროცესში ყველაფერი ადეკვატურად არის აღქმული რაც ბიზნესს სჭირდება“, - აღნიშნავს გიორგი გეგეჭკორი და დასძენს რომ აღნიშნული რეიტინგი არის მნიშვნელოვანი მესიჯი პოტენციური ინვესტორებისთის.
მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის თანახმად, ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველომ მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.
რეიტინგში საქართველოს პოზიცია 7 ადგილით გაუმჯობესდა და ევროპის და ცენტრალური აზიის ლიდერი ქვეყანა გახდა.