- ბათუმში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ეზოში მამაოსა და გია ბარამიძეს შორის აჭარაში მეჩეთებისა და მინარეთების მშენებლობასთან დავშირებით კამათი მოხდა. როგორც ადგილზე გავარკვიეთ კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც მამა ანდრიამ თურქეთის მოქალაქეს ეკლესიაში შესვლის ნება არ დართო. მამაოს განცხადებით თურქეთის მოქალაქე ეკლესიის ეზოში შორტებით შევიდა და ეკლესიაში შესვლას ცდილობდა, თუმცა მან ამის ნება არ მისცა და უკან გააბრუნა.
გია ბარამიძესა და მამა ანდრიას შორის კამათი ათი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ისინი მეჩეთების თემასაც შეეხნენ, კამათში მრევლიც კი ჩაერთო.
კომენტარის გაკეთებისგან გია ბარამიძემ ასევე მამა ანდრიამ თავი შეიკავეს და კამათის მიზეზებზე კამერის წინ საუბარი არ ისურვეს.
ადგილზე ვიდეოს გადაღება მამა ანდრიამ აგვიკრძალა და დაუყონლებლივ მოგვთხოვა გადაღებული მასალის წაშლა და ადგილის დატოვება.