დირბში ოპოზიციის მხარდამჭერების შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაშალეს

დირბში ოპოზიციის მხარდამჭერების შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაშალეს

ქარელის რაიონის სოფელ დირბში „ქართული ოცნების” ლიდერებთან შესახვედრად გამოსულ მოსახლეობას ქარელიდან, აგარიდან, რუისიდან, კეხიჯვრიდან და არადეთიდან ჩამოსული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები და მათი ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ.

სააგენტო ,,ინფო9″ იმ პირების გვარებისა და სახელებს აქვეყნებს, რომლებიც ქარელიდან და სხვადასხვა სოფლებიდან აქციის ჩასაშლელად დირბში აიყვანეს.

მათ შორის, დეპუტატ ემზარ გელაშვილის ნათესავი გიორგი გიორგაძე.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრი – გიორგი ხუციშვილი.

ქარელის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები – აკაკი დოლიაშვილი,ზურა ზარდიაშვილი, ზაზა ქვრივიშვილი, ძმები ხარატიშვილები, ლევან გიგაური, დიმიტრი ხანიშვილი, გია ხუროძე, ალიკა ყველაშვილი;

სამხედრო გაწვევის სამსახურის თანამშრომელი, გიორგი გოხიძე, ლევან მჭედლიძე – გამგეობის თანამშრომელი, აგარიდან – ბადრი ზუბაშვილი, ბადრი ლომიძე, სოფელ ბებნისის მკვიდრი ბექა მღებრიშვილი, სოფელ დირბის გამგებელი ჰამლეტ დავრაშელიძე და ამავე სოფლის საკრებულოს წევრი სერგო მურაჩაშვილი.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავს, ამ ადამიანებმა სოფლის ცენტრში შეკრება „ქართული ოცნების” წარმომადგენლების მისვლამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს. შავ-წითელ მაისურებში გამოწყობილი აგრესიულად მოექცნენ ჟურნალისტებსაც. კოალიცია „ქართული ოცნების” წარმომადგენლების შეხვედრა სოფელ დირბში აღარ გამართულა.

დირბში ადგილობრივი ტაძრის მოძღვარი იოანეც იმყოფებოდა. კადრებში ჩანს, რომ ,,დაუპატიჟებელ სტუმრებს” სოფლის დატოვებისკენ მოუწოდებდა.