საქართველოს თანაინვესტირების ფონდი სოციალურ მედიაში ავრცელებს ვიდეო რგოლს, სახელით „გაიგეთ სიმართლე თაბორისა და პუშკინის სკვერის მიმდებარე პროექტების შესახებ.“ ვიდეოში აღწერილია თავისუფლების მოედანზე მშენებარე 7 ვარსკვლავიანი სასტუმროს წითელ ხაზებში უკვე არსებული 80 ავტოსადგომი და ასევე, 1 000 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით გადასაცემი ტერიტორიის, მიწისქვეშ, მინიმუმ 30 ავტოსადგომის მოწყობის პერსპექტივა, ჯამურად 160 ავტოსადგომით. ამას გარდა ვიდეოში აღწერილია თაბორის რეკრეაციული პროექტი, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობით $60 000 000 შეადგენს, თაბორის პროექტი ყველაზე დიდი სარეკრეაციო და მწვანე სივრცე იქნება ქალაქში, რომელიც ბოტანიკური ბაღისგან 50მ სიმაღლის კლდით არის გამიჯნული. 40 ჰა სარეკრეაციო ტერიტორიას სასიცოცხლოდ ესაჭიროება სარწყავი სისტემა და მწვანე საფარის მოსავლელი ინფრასტრუქტურა, ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე ფონდი საბაზრო ფასად შეიძენს 4433-მ2 ტერიტორიას.