ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს 13 ოქტომბერს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მიმართავს

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს 13 ოქტომბერს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მიმართავს

პარლამენტის  თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 13 ოქტომბერს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მიმართავს.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტს მიმართვას ხვალ, 11:00 საათზე გაუგზავნის.

მისი თქმით, საკანონმდებლო  ორგანო პარასკევის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვეებზე იმსჯელებს.

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტო გუშინ დაადო, ვეტოს გადალახვას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.