თაბორის პროექტი იქნება ყველაზე დიდი სარეკრეაციო, მწვანე სივრცე ქალაქში, რომლის ჯამური საინვესტიციო თანხა 60 მილიონი აშშ დოლარია.
40 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა და მწვანე საფარის მოსავლელი ინფრასტრუქტურა. თაბორის პროექტი ბოტანიკური ბაღისგან გამიჯნულია 50 მეტრი სიმაღლის კლდით.
რაც შეეხება პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის პროექტს, შენდება 7-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი, რომლის ჯამური ინვესტიცია 100 მილიონი აშშ დოლარია. ასევე აშენდება ავტოსადგომები, რომლებიც სულ მცირე, 160 ავტომანქანაზე იქნება გათვლილი.