მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი აქცია, რომელიც საკრებულოს სხდომის ჩაშლისკენ არის მიმართული, უნდა აღიკვეთოს

მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი აქცია, რომელიც საკრებულოს სხდომის ჩაშლისკენ არის მიმართული, უნდა აღიკვეთოს

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი აქცია, რომელიც საკრებულოს სხდომის ჩაშლისკენ არის მიმართული, უნდა აღიკვეთოს.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, რასაც ოპოზიცია ერთ ლარად გადაცემულ ქონებას არქმევს, რეალურად, ამას მილიარდიანი ინვესტიციება ჰქვია, რომლის განხორციელებასაც ოპოზიცია ხელს უშლის.

"შესაბამისად, ხელს უშლიან - ეკოლოგიას, სამუშაო ადგილებს, ახალ პროექტებსა და თბილისის ახალ სავიზიტო ბარათს. თუ ოპოზიცია ამომრჩევლის გულის მოგებას ასე აპირებს, ამას სწორ სვლად ვერ შევაფასებ. ნებისმიერი აქცია, რომელიც საკრებულოს სხდომის ჩაშლისკენ არის მიმართული, უნდა აღიკვეთოს. ეს დეპუტატები წინასწარ აანონსებდნენ, რომ მათი ქმედება მიმართული სხდომის ჩაშლისკენ იქნებოდა. ამ მიზნის წინასწარ დაანონსების შემთხვევაში მგონია, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება სწორი იყო. ზოგადად დეპუტატებს საკრებულოში შესვლის და მონაწილეობის უფლება აქვთ, მაგრამ როცა წინასწარ აანონსებდნენ, რომ მათი მიზანი სხდომის ჩაშლა იყო, საკრებულოს გადაწყვეტილება ლეგიტიმურია", - დასძინა მამუკა მდინარაძემ.