საკითხები, რომლებსაც ოპოზიცია აპროტესტებდა, საკრებულომ დაამტკიცა

საკითხები, რომლებსაც ოპოზიცია აპროტესტებდა, საკრებულომ დაამტკიცა

საკითხები, რომლებსაც ოპოზიცია აპროტესტებდა, საკრებულომ დაამტკიცა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ქალაქ თბილისში, ოქროყანის დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მეტრი ფართობი ტერიტორიის პრივატიზების საკითხს საკრებულოს 31-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი წინააღმდეგი იყო, ხოლო ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა.

რაც შეეხება კენჭისყრას პუშკინის ქუჩაზე, „ცეკავშირის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 1900 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის შეთანხმების თაობაზე - საკრებულოს 29 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო სამი წინააღმდეგი იყო.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ვინაიდან მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.