მიმდინარე წელს ნაძალადევში 70 კორპუსის სახურავს ჩაუტარდა რეაბილიტაცია

მიმდინარე წელს ნაძალადევში 70 კორპუსის სახურავს ჩაუტარდა რეაბილიტაცია

ნაძალადევის რაიონში, 2017 წლის იანვრიდან დღემდე 70 კორპუსის სახურავს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სულ 45 443 კვ.მ ფართობზე შესრულდა. ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, მიმდინარე წელს სახურავების რეაბილიტაციის 85 პროექტი განხორციელდა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 062 757 ლარი გამოიყო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე კიდევ 4 საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს სახურავის რეაბილიტაცია.

პარალელურად, კორპუსებში წყალ-კანალიზაციის შიდა ქსელის შეცვლა, სადარბაზოების შიდა რემონტი, ლიფტების, კიბეების შეკეთება და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის, მსგავსი პროექტები წლის ბოლომდე გაგრძელდება.