ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კოტე იოსელიანი დააკავეს

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კოტე იოსელიანი დააკავეს

თბილისის საკრებულოსთან აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კოტე იოსელიანი. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენის“ კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკრებულოს შენობაში შეჭრას  ცდილობენ, თუმცა მათ ამის საშუალებას საპატრულო პოლიცია არ აძლევთ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე დილიდან პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავები ოპოზიციონერ დეპუტატებს საკრებულოს სხდომაზე შესვლის უფლებას არ აძლევენ.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, საკრებულოს გადაწყვეტილებით, დღევანდელ სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები.