„ნაცმოძრაობის“ ინფორმაციით, პოლიციამ აქციის ორი მონაწილე ძალის გამოყენებით საკრებულოს შენობაში შეიყვანა

„ნაცმოძრაობის“ ინფორმაციით, პოლიციამ აქციის ორი მონაწილე ძალის გამოყენებით საკრებულოს შენობაში შეიყვანა

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, პოლიციამ აქციის ორი მონაწილე „ძალის გამოყენებით საკრებულოს შენობაში შეიყვანა“.

ჯერჯერობით უცნობია დააკავეს თუ არა აღნიშნული პირები.

საკრებულოს შენობასთან ვითარება კვლავ დაძაბულია. შეხლა-შემოხლა პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის გრძელდება.

საკრებულოს სხდომა 16.00 საათზე გაიმართება, მანამდე კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შენობის წინ აქციას მართავენ.