სუამ-ის ქვეყნებს გვაქვს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით საერთო გამოწვევა, რომელიც შექმნილია რუსეთის ფედერაციის მიერ , - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალური სხდომოს ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ყველანი ვდგავართ საერთო გამოწვევის წინაშე და უპირველეს ყოვლისა, ეს არის გამოწვევა, დაკავშირებული ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან. ერთი ქვეყნის მიერ ხდება ეს ყველაფერი - რუსეთის მიერ და რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ერთობლივად დავუპირისპირდეთ ამ გამოწვევას. უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით და ჩავდოთ ძალისხმევა", - განაცხადა კლიმკინმა.
თბილისში დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალური სხდომა იმართება.