„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, რომელიც თბილისობას ოჯახთან ერთად დაესწრო, აღნიშნა, რომ ეს დღე სახალხო დღესასწაულია.
„მინდა, თბილისელებს დღევანდელი დღე მივულოცო. თბილისობა მართლა სახალხო დღესასწაულია. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამინდიც გამოვიდა. მზიანი ამინდია. მინდა, ყველას პირველ რიგში, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო“ - განაცხადა კახა კალაძემ, რომელმაც პრემიერ-მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად განახლებული აღმაშენებლის გამზირი დაათვალიერა.