თბილისის მერიის ინფორმაციით, 7-8 ოქტომბერს „თბილისობასთან“ დაკავშირებით, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში კულტურული და სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი.
7 ოქტომბერს ევროპის მოედანზე თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები მოეწყობა, ხოლო მეტეხის ხიდზე ანტიკვარული და ახალი მანქანების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გარდა ამისა, გაიხსნება საბავშვო კუთხე - ხატვა, ძერწვა, სახეზე მოხატვა, კარაოკე, მხიარული სტარტები, ანიმატორების კუთხე, დრამერების შოუ, ზღაპრის პერსონაჟები, საპნის ბუშტების შოუ.
12:00-19:00 - სპორტული კუთხე - ქართული ჭიდაობა, ჭადრაკი, ნარდი, მხატვრული ტანვარჯიში, აკრობატიკა, ბატუტი, პარკური, ბოჩა (შშმ პირებისთვის), გოლფი, შავფაროსნების შოუ, ძალოსნობა - რიყის პარკი
12:00-19:00 - საბავშვო გასართობი აქტივობები - პატარა პრინცის მოგზაურობა, ხატვის კუთხე,
საბავშვო არქეოლოგია, საბავშვო კულინარია, ვიქტორინა ბავშვებისთვის - "ახალი ტფილისი"
12:00-19:00 - ფრანების ფესტივალი - სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფრანების გამოფენა, მასტერკლასები ბავშვებისთვის- რიყის პარკი
12:00-19:00 ფოტოკვირეული ''ქოლგა თბილისი ფოტო 2017'' - ერთი კადრის ნომინაციაში გასული ფოტოების გამოფენა - ლეღვთახევი
12:00-22:00 - ღვინის ფესტივალი - სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა - რიყის პარკი
12:00-22:00 - შემოდგომის ნობათი - სასოფლო-სამეურნეო ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა - რიყის პარკი
12:00-22:00 - კულინარიის ფესტივალი - ქართული და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო - რიყის პარკი
12:00 - 20:00 - მექანიკური სიზმარი - კოსტიუმირებული მსვლელობა/პერფორმანსი მსახიობებისა და მუსიკოსების მონაწილეობით - "ახალი ტფილისი"
12:00-21:00 - ქართული მარკების ექსპოზიცია -"ახალი ტფილისი"
12:00-22:00 - საკონდიტრო ფესტივალი - საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ცნობილი შეფ-მზარეულების პერფომანსი - "ახალი ტფილისი"
11:00-19:00 - "თბილისური სახელოსნოები" - საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის გამოფენა - ილიას ბაღი
11:00-18:00 - ყვავილების გამოფენა - მცენარეების, ყვავილების თაიგულების, თანამედროვე ავტორების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების და ნახატების გამოფენა - გაყიდვა - ილიას ბაღი
13:00 -13:45 - ბელორუსიის ხალხური, სამეჯლისო ცეკვისა და ვოკალური ანსამბლების წარმოდგენა -რიყის პარკი
14:00-19:00 - დღის კონცერტები - ევროპის მოედანი
14:00 - თეა დარჩია ქართული ცეკვის მასტერკლასით
15:30 - შერეული ქორეოგრაფიული შოუ პროგრამა: მსოფლიო ხალხთა და სამეჯლისო ცეკვები, 3 ინკლუზიური ნომერი და ცეკვები მიუზიკლებიდან. შერეული პროგრამა შედგება 15 ნომრისგან, Elene.B-ის, ვერკა ჯაჯანიძისა და გიორგი სუთიძის, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 3 ადამიანის მონაწილეობით
18:00-19:00 - "მილონგა" (ტანგოს საღამო)
16:00-17:00- "თბილისზე მზრუნველის" დაჯილდოების ცერემონიალი - მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე
16:00-17:00 - ო.თაქთაქიშვილის სახელობის #19 ხელოვნების სკოლის ბენდის კონცერტი - ''ახალი ტფილისი''
18:00-19:00 - კონცერტი - ჯგუფი "სვანსიხი" - "ახალი ტფილისი"
19:00 - 23:00 - ელექტრონული მუსიკა - DJ Sumo; DJ Third soul - "ახალი ტფილისი"
20:00-20:30- გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი თბილისის თანამედროვე ბალეტის და რუსუდან მეიფარიანის ანსამბლის ერთობლივი წარმოდგენა - ''ხმა დაირისა'' - "ახალი ტფილისი"
20:30-21:50 - "თბილისური ეზო " - "აქ ემღერება გულს" - ლიზა ბაგრატიონი - რომის ქუჩა N4
20:00-21:00 - თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდი“ - ევროპის მოედანი
8 ოქტომბერი
12:00-20:00 - თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები - ევროპის მოედანი
12:00 -18:00 - ავტოშოუ - სპორტული ავტომობილების გამოფენა, საგზაო უსაფრთხოება - მეტეხის ხიდი
12:00-19:00 - საბავშვო გასართობი ღონისძიებები -ხატვა, ძერწვა, სახეზე მოხატვა, კარაოკე,მხიარული შეჯიბრებები - რიყის პარკი/ამფითეატრი
12:00-19:00 -სპორტული აქტივობები - რაგბი, ფეინთბოლი, მინდვრის ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, ნარდი, შაში, ქართული ჭიდაობა, შავფაროსნების და პარკურის შოუ -რიყის პარკი
12:00-19:00 - საბავშვო გასართობი აქტივობები - პატარა პრინცის მოგზაურობა, ხატვის კუთხე, საბავშვო არქეოლოგია, საბავშვო კულინარია, ვიქტორინა ბავშვებისთვის - "ახალი ტფილისი"
12:00-19:00 - ფრანების ფესტივალი - სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფრანების გამოფენა, მასტერკლასები ბავშვებისთვის - რიყის პარკი
12:00-22:00 - ღვინის ფესტივალი - სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა - რიყის პარკი
12:00-22:00 - შემოდგომის ნობათი - სასოფლო-სამეურნეო ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა - რიყის პარკი
12:00-22:00 - კულინარიის ფესტივალი - ქართული და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო - რიყის პარკი
12:00-21:00 - მექანიკური სიზმარი - კოსტიუმირებული მსვლელობა/პერფორმანსი მსახიობებისა და მუსიკოსების მონაწილეობით - "ახალი ტფილისი"
12:00-21:00 - ქართული მარკების ექსპოზიცია - "ახალი ტფილისი"
12:00-22:00 - საკონდიტრო ფესტივალი - საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ცნობილი შეფ-მზარეულების პერფომანსი - "ახალი ტფილისი"
11:00-18:00 - ხილის ფესტივალი - წარმოდგენილი იქნება ხილის ელემენტებით დამზადებული გვირგვინები, ხილის დეკორაციები, ყვავილები. სხვადასხვა კომპანიები წარადგენენ: ხილის კოქტეილებს, წვენებს, მურაბებს და ა.შ. - სიონის ქუჩა
13:00-14:00 - საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის ორკესტრისა და გერმანიის სახმელეთო ჯარების მუსიკალური კორპუსის ორკესტრის ერთობლივი კონცერტი - ევროპის მოედანი
14:00-19:00 - დღის კონცერტები - რიყის პარკი/ევროპის მოედანი:
14:00 - 14:00 - თეა დარჩია ქართული ცეკვის მასტერკლასით
15:30 - შერეული ქორეოგრაფიული შოუ პროგრამა: მსოფლიო ხალხთა და სამეჯლისო ცეკვები, 3 ინკლუზიური ნომერი და ცეკვები მუზიკლებიდან. შერეული პროგრამა შედგება 15 ნომრისგან, Elene.B-ის, ვერკა ჯაჯანიძისა და გიორგი სუთიძის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 3 ადამიანის მონაწილეობით
18:00-19:00 - "მილონგა" (ტანგოს საღამო)
18:00-20:00 - კონცერტი - ჯგუფი "გუფი ლენდი" - "ახალი ტფილისი"
20:00-20:30 - გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი თბილისის თანამედროვე ბალეტის და რუსუდან მეიფარიანის ანსამბლის ერთობლივი წარმოდგენა ''ხმა დაირისა'' - "ახალი ტფილისი"
20:00 - 23:00 - ელექტრონული მუსიკა -DJ Ericsson - "ახალი ტფილისი"
20:30-22:00 - "თბილისის საპატიო მოქალაქეების" დაჯილდოება და საზეიმო კონცერტი - აბანოთუბანი /ლეღვთახევი