პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციურ პროექტზე ვეტოს დადების შემთხვევაში, უმრავლესობა მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობას 13 ოქტომბერს გეგმავს

პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციურ პროექტზე ვეტოს დადების შემთხვევაში, უმრავლესობა მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობას 13 ოქტომბერს გეგმავს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ კონსტიტუციურ პროექტზე ვეტოს დადების შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობა მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობას 13 ოქტომბერს გეგმავს.

პირველი არხის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ კონსტიტუციურ პროექტს ვეტოს დაადებს, უმრავლესობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ჩანიშვნას 12 ოქტომბერს აპირებს, ხოლო 13 ოქტომბერს რიგგარეშე სხდომის გამართავს.

პრეზიდენტს კონსტიტუციურ პროექტზე საკუთარი გადაწყვეტილების მისაღებად დრო 10 ოქტომბრამდე აქვს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი ვეტოში რამდენიმე საკითხის ასახვას გეგმავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოტივირებულ შენიშვნებში ასახული იქნება - უმრავლესობის უმრავლესობის წინადადებები, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიცია 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ასევე, პრეზიდენტის არჩევის წესზეც იქნება შეთავაზება.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით 26 სექტემბერს დაამტკიცა და დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა.