ვენეციის კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს ხელისუფლების მზაობა საკონსტიტუციო პროექტში დამატებით ორი ცვლილების განხორციელების თაობაზე

ვენეციის კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს ხელისუფლების მზაობა საკონსტიტუციო პროექტში დამატებით ორი ცვლილების განხორციელების თაობაზე

ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა ძირითადად იმ პროექტებზე იქნება დაფუძნებული, რომლებიც ადრე გამოვაქვეყნეთ,- ამის შესახებ "მოამბის" ჟურნალისტს ვენეციის კომისიის მიდვანმა, თომას მარკერტმა განუცხადა.

როგორც მარკერტმა აღნიშნა, ვენეციის კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს ხელისუფლების მზაობა დამატებით ორი ცვლილების განხორციელების თაობაზე, საუბარია საარჩევნო ბლოკებსა და ე.წ. ბონუსების სიტემაზე.

"ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს ხელისუფლების მზაობა დამატებით ორი ცვლილებების განხორციელების თაობაზე. ეს ეხება საარჩევნო ბლოკების დაშვებას 2020 წელს და ბონუსების გაუქმება 2024 წლისთვის. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი. მეორე მხრივ, ძალიან ვწუხვართ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკურმა ძალებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. კიდევ ერთხელ ვამბობ,  უმჯობესი იქნებოდა, ახალ სისტემაზე , რომელიც უკეთეს სისტემადაა შეფასებული, გადასვლა  არა 7 წლის შემდეგ, არამედ მომდევნო არჩევნებზე",-აღნიშნა თომას მარკერტმა "მომაბესთან" საუბრისას.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია დღეს დაამტკიცებს.